ბლოგი ეხება ჩემს პროფესიულ საქმიანობას –მასწავლებლობას ვფიქრობ, აქ განთავსებულლი ინფორმაცია საინტერესო იქნება ჩემი კოლეგებისათვის. დიდი მადლობა,რომ ათვალიერებთ ჩემს ბლოგს...
Monday, May 29, 2023
Thursday, May 25, 2023
შეფასების რუბრიკები
გონებრივი იერიში
1-2 ქულა | 3-4 ქულა | 5-6 ქულა | 7-8 ქულა | 9-10 ქულა |
იდეების გენერირება | ||||
ვერ გამოთქვამს მოსაზრებას და უჭირს საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება | გამოთქვას მოსაზრებას, მაგრამ არ არის ლაკონურად და ნათლად წარმოდგენილი, უჭირს საკითხთან დაკავშირება | გამოთქვამს ერთ მოსაზრებას/იდეას, ლაკონურად და ნათლად წარმოდგენს, მაგრამ აკლია ორიგინალობა | გამოთქვამ სხვადასხვა მოსაზრებას საკითხის ირგვლივ, აყალიბებს ლაკონურად და ნათლად მაგრამ აკლია ორიგინალობა | გამოთქვამ სხვადასხვა მოსაზრებას საკითხის ირგვლივ, აყალიბებს ლაკონურად და ნათლად, არის ორიგინალური |
გამოხშირვა/გაცხრილვა-დახარისხება/დაჯგუფება | ||||
ვერ ამოიცნობს იდეებს/ფაქტებს შორის მსგავსება-განსხვავებას, ვერ ახარისხებს არსებითი ნიშნის მიხედვით, ვერ ახორციელებს არაადექვატური მოსაზრების გაცხრილვას, ვერ ასაბუთებს არგუმენტირებულად | ამოიცნობს იდეებს/ფაქტებს შორის მსგავსება-განსხვავებას, ვერ ახარისხებს არსებითი ნიშნის მიხედვით, ვერ ახორციელებს არაადექვატური მოსაზრების გაცხრილვას, ვერ ასაბუთებს არგუმენტირებულად | ამოიცნობს იდეებს/ფაქტებს შორის მსგავსება-განსხვავებას, ახარისხებს არსებითი ნიშნის მიხედვით, ვერ ახორციელებს არაადექვატური მოსაზრების გაცხრილვას, ვერ ასაბუთებს არგუმენტირებულად | ამოიცნობს იდეებს/ფაქტებს შორის მსგავსება-განსხვავებას, ახარისხებს არსებითი ნიშნის მიხედვით, ახორციელებს არაადექვატური მოსაზრების გაცხრილვას,ვერ ასაბუთებს არგუმენტირებულად | ამოიცნობს იდეებს/ფაქტებს შორის მსგავსება-განსხვავებას, ახარისხებს არსებითი ნიშნის მიხედვით, ახორციელებს არაადექვატური მოსაზრების გაცხრილვას, ასაბუთებს არგუმენტირებულად |
ორგანიზება/ წესების დაცვა | ||||
პატივს არ სცემს სხვის მოსაზრებას, არ იცავს დროის ლიმიტს, არ არის აქტიური მსმენელი, არ არის ასერტული. | პატივს სცემს სხვის მოსაზრებას, არ იცავს დროის ლიმიტს, არ არის აქტიური მსმენელი, არ არის ასერტული. | პატივს სცემს სხვის მოსაზრებას, იცავს დროის ლიმიტს, არ არის აქტიური მსმენელი, არ არის ასერტული. | პატივს სცემს სხვის მოსაზრებას, იცავს დროის ლიმიტს, არის აქტიური მსმენელი, არ არის ასერტული. | პატივს სცემს სხვის მოსაზრებას, იცავს დროის ლიმიტს, არის აქტიური მსმენელი, არის ასერტული. |
ჯიგსოუს მეთოდი
1-2 ქულა | 3-4 ქულა | 5-6 ქულა | 7-8 ქულა | 9-10 ქულა |
ვერ მსჯელობს, ვერ ახერხებს პრობლემაის გააზრებას. | მსჯელობს, მაგრმ არადამაჯერებლად, ვერ ასაბუთებს არგუმენტებითა და მაგალითებით. ვერ ახერხებს პრობლემის გააზრებას. | მსჯელობა დამაჯარებელია, მაგრამ ვერ მოჰყავს შესაბამისი არგუმენტები და მაგალითები. პრობლემა ნაწილობრივ აქვს გააზრებული. | მსჯელობა დამაჯარებელია, მოჰყავს მაგალითები მაგრამ უჭირს არგუმენტირება. მაგრამ ვერ მოჰყავს მაგალითებითმაგალითებით. პრობლემა ნაწილობრივაა გააზრებული. | მსჯელობა დამაჯარებელია, დასაბუთებულია არგუმენტებითა და მაგალითებით. პრობლემა ღრმად და საფუძვლიანადაა გააზრებული. |
ეფექტური კომუნიკაცია ჯგუფებში | ||||
მოსაუბრეებთან არ ამყარებს თვალით კონტაქტს , დისკუსიაში არ არის ჩართული. არ იცავს წესებს , თანამონაწილეებთან ვერ თანამშრომლობს, არ არის აქტიური მსმენელი. | მოსაუბრეებთან ამყარებს თვალით კონტაქტს, დისკუსიაში აქტიურად არ არის ჩართული. ვერ იცავს დროის ლიმიტს, არ იცავს წესებს , პატივს არ სცემს სხვის მოსაზრებას, თანამონაწილეებთან ეფექტურად ვერ თანამშრომლობს, არ არის აქტიური მსმენელი. | მოსაუბრეებთან ამყარებს თვალით კონტაქტს , დისკუსიაში აქტიურად არის ჩართული. არ იცავს დროის ლიმიტს, არ იცავს წესებს , პატივს სცემს სხვის მოსაზრებას, თანამონაწილეებთან ეფექტურად ვერ თანამშრომლობს, არ არის აქტიური მსმენელი. | მოსაუბრეებთან ამყარებს თვალით კონტაქტს , დისკუსიაში აქტიურად არის ჩართული. იცავს დროის ლიმიტს, იცავს წესებს , პატივს სცემს სხვის მოსაზრებას, თანამონაწილეებთან ეფექტურად ვერ თანამშრომლობს, არ არის აქტიური მსმენელი. | მოსაუბრეებთან ამყარებს თვალით კონტაქტს , დისკუსიაში აქტიურად არის ჩართული. იცავს დროის ლიმიტს, იცავს წესებს , პატივს სცემს სხვის მოსაზრებას, თანამონაწილეებთან ეფექტურად თანამშრომლობს, არის აქტიური მსმენელი. |
ნაშრომის ორგანიზება | ||||
ნაშრომი არ ორგანიზებული, მონაკვეთებს შორის დაცული არ არის ლოგიკური კავშირები. აზრი ენობრივად გაუმართავია (ლექსიკურად), ნაშრომიარ არის წარმოდგენილია სქემის, ცხრილის, გრაფიკის/დიაგრამის და ა.შ. სახით | ნაშრომი ორგანიზებულია, მაგრამ მონაკვეთებს შორის დაცული არ არის ლოგიკური კავშირები. ნაშრომში აზრი ენობრივად (ლექსიკურად) არ არის ზუსტად და მკაფიოდაა გამოხატული, ნაშრომი წარმოდგენილია არ არის სქემის, ცხრილის, გრაფიკის/დიაგრამის და ა.შ. სახით | ნაშრომი ორგანიზებულია და მონაკვეთებს შორის დაცულია ლოგიკური კავშირები. ნაშრომში აზრი ენობრივად (ლექსიკურად) ზუსტად და მკაფიოდა არ არის გამოხატული, ნაშრომი წარმოდგენილი არ არის სქემის, ცხრილის, გრაფიკის/დიაგრამის და ა.შ. სახით | ნაშრომი ორგანიზებულია და მონაკვეთებს შორის დაცულია ლოგიკური კავშირები. ნაშრომში აზრი ენობრივად (ლექსიკურად) ზუსტად და მკაფიოდაა გამოხატული, ნაშრომი წარმოდგენილი არ არის სქემის, ცხრილის, გრაფიკის/დიაგრამის და ა.შ. სახით | ნაშრომი ორგანიზებულია და მონაკვეთებს შორის დაცულია ლოგიკური კავშირები. ნაშრომში აზრი ენობრივად (ლექსიკურად) ზუსტად და მკაფიოდაა გამოხატული, ნაშრომი წარმოდგენილია სქემის, ცხრილის, გრაფიკის/დიაგრამის და ა.შ. სახით. |
პრეზენტაცია
1-2 ქულა | 3-4 ქულა | 5-6 ქულა | 7-8 ქულა | 9-10 ქულა |
საკითხის წარდგენა/პრობლემის იდენტიფიცირება | ||||
საკითხი არაადექვატურად არის წარმოდგენილი. პრობლემა არ არის იდენტიფიცირებული. ვერ პასუხობს დსმულ კითხვებს. | საკითხი ზედაპირულად არის წარმოდგენილი . პრობლემა არ არის იდენტიფიცირებულია. ჩამოყალიბებულია თეზისები არ შეესაბამება საკითხს. ვერ პასუხობს დასმულ შეკითხვებს | საკითხი ნაწილობრივ არის წარმოდგენილი . ჩამოყალიბებულია თეზისებად, თუმცა არასრულყოფილად. პრობლემა არ არის იდენტიფიცირებულია. პასუბს კითხვებს არადამაჯერებლად. | საკითხი ამომწურავად არის წარმოდგენილი . პრობლემანაწილობრივ არის იდენტიფიცირებული. ჩამოყალიბებულია თეზისებად. პასუხობს კითხვებს დამაჯერებლად და უმეტესად ადექვატურად. | საკითხი ამომწურავად არის წარმოდგენილი . პრობლემა იდენტიფიცირებულია. ჩამოყალიბებულია თეზისებად. საინტერესო და ორიგინალურია. დამაჯერებლად და ადექვატურად პასუხობს დასმულ კითხვებს. |
ნაშრომის ორგანიზება | ||||
ნაშრომი არ არის სტრუქტურირებული, არ არის დამყარებული ლოგიკური კავშირები, თეორიულ მასალა არ არის დ გამყარებულია შესატყვისი მაგალითებით. | ნაშრომი არ არის სტრუქტურირებულია, არ არის დამყარებული ლოგიკური კავშირები, ეფუძნება თეორიულ მასალას არ არის გამყარებულია შესატყვისი მაგალითებით. | ნაშრომი ნაწილობრივ სტრუქტურირებულია, დამყარებულია ლოგიკური კავშირები, დასკვნითი ნაწილი არ არის შემაჯამებელი, ნაწილობრივ ეფუძნება თეორიულ მასალას და მცირედაა გამყარებული შესატყვისი მაგალითებით. | ნაშრომი სტრუქტურირებულია, დამყარებულია ლოგიკური კავშირები, დასკვნითი ნაწილი შემაჯამებელია, ეფუძნება თეორიულ მასალას და მცირედაა გამყარებულია შესატყვისი მაგალითებით. | ნაშრომი სტრუქტურირებულია, დამყარებულია ლოგიკური კავშირები, დასკვნითი ნაწილი შემაჯამებელია, ეფუძნება თეორიულ მასალას და გამყარებულია შესატყვისი მაგალითებით. |
კომუნიკაცია | ||||
საუბარი არ არის გამართული, აზრი არ არის ნათლად და მკაფიოდაა ჩამოყალიბებული , მეტყველების ტემპი შეუსაბამოა, ვერ იყენებს ადექვატურად ხეულის ენას, ჟესტებს , აუდიტორიასთან ვერ ამყარებს თვალით კონტაქტს, ვერ იცავს დროის ლიმიტს. | საუბარი არ არის გამართული, აზრი არ არის ნათლად და მკაფიოდაა ჩამოყალიბებული , მეტყველების ტემპი შესაბამისია, თუმცა ვერ იყენებს ადექვატურად სხეულის ენას, ჟესტებს , ცდილობს აუდიტორიასთან დაამყაროს თვალით კონტაქტი, იცავს დროის ლიმიტს. | საუბარი უმეტესად გამართულია, აზრი ნათლად და მკაფიოდ ნაწილობრივაა ჩამოყალიბებული , მეტყველების ტემპი შესაბამისია, უმეტესად ეფექტურად იყენებს სხეულის ენას, ჟესტებს, აუდიტორიასთან ამყარებს თვალით კონტაქტს, იცავს დროის ლიმიტს. | საუბარი გამართულია, აზრი ნათლად და მკაფიოდ ნაწილობრივაა ჩამოყალიბებული , მეტყველების ტემპი შესაბამისია, უმეტესად ეფექტურად იყენებს სხეულის ენას, ჟესტებს, აუდიტორიასთან ამყარებს თვალით კონტაქტს, იცავს დროის ლიმიტს. | საუბარი გამართულია, აზრი ნათლად და მკაფიოდაა ჩამოყალიბებული , მეტყველების ტემპი შესაბამისია, ეფექტურად იყენებს ჟესტიკულაციას, აუდიტორიასთან ამყარებს თვალით კონტაქტს, იცავს დროის ლიმიტს. |
თვალსაჩინოება | ||||
არ არის გამოყენებულია თემის შესაბამისი ტექსტური და გრაფიკული (სქემა, დიაგრამა, ცხრილი, გრაფიკი, ნახატი, ფოტო) თვალსაჩინო მასალა | გამოყენებულია თემის შესაბამისი მხოლოდ ტექსტური მასალა. თვალსაჩინოება ნაკლებად აღქმადია | გამოყენებულია თემის შესაბამისი ტექსტური და მწირი გრაფიკული (სქემა, დიაგრამა, ცხრილი, გრაფიკი, ნახატი, ფოტო)მასლა, თვალსაჩინოება ნაკლებად აღქმადია | გამოყენებულია თემის შესაბამისი ტექსტური და გრაფიკული (სქემა, დიაგრამა, ცხრილი, გრაფიკი, ნახატი, ფოტო) მასალა, თუმცა გადატვირტულია და თვალსაჩინოება , ნაკლებად აღქმადია | გამოყენებულია თემის შესაბამისი ტექსტური და გრაფიკული (სქემა, დიაგრამა, ცხრილი, გრაფიკი, ნახატი, ფოტო) თვალსაჩინოება , ადვილიდ აღქმადია |
ინტერვიუ სამი ნაბიჯი
1-2 ქულა | 3-4 ქულა | 5-6 ქულა | 7-8 ქულა | 9-10 ქულა |
ინტერვიუერი | ||||
კითხვები გარკვევით არ არის დასმული; . კითხვაში ჩანს ინტერვიუერის პოზიცია; . კითხვები თემატურად და მნიშვნელოვნების მიხედვით არ არის დაჯგუფებული . . ინტერვიუ დაიწყო დახურული კითხვებით, | კითხვები გარკვევით არის დასმული; . კითხვაში ნაწილობრივ იგრძნობა ინტერვიუერის პოზიცია; . კითხვები თემატურად და მნიშვნელოვნების მიხედვითაარ არის დაჯგუფებული . . ინტერვიუ დაიწყო დახურული კითხვებით, | კითხვები გარკვევით არის დასმული; . კითხვაში არ ჩანს ინტერვიუერის პოზიცია; . კითხვები თემატურად და მნიშვნელოვნების მიხედვით არ არის დაჯგუფებული . . ინტერვიუ დაიწყო დახურული კითხვებით, | კითხვები გარკვევით არის დასმული; . კითხვაში არ ჩანს ინტერვიუერის პოზიცია; . კითხვები თემატურად არის დაჯგუფებული , თუმცა არ არის მნიშვნელოვნების მიხედვით დაწყობილი . ინტერვიუ დაიწყო ღია კითხვებით, | . კითხვები გარკვევით არის დასმული; . კითხვაში არ ჩანს ინტერვიუერის პოზიცია; . კითხვები თემატურად და მნიშვნელოვნების მიხედვითაა დაჯგუფებული . . ინტერვიუ დაიწყო ღია კითხვებით, |
აქტიური მსმენელი | ||||
აწყვეტინებს რესპონდენტს აზრს; არ აძლევს მას პაუზის საშუალებას, . არ ისმენს რესპონდენტის ყველა აზრს; არ აკეთებს რეფრაზირებას რესპონდენტის ნათქვამს არ აზუსტებს; , ზედმეტად გამოხატავს დადებით ემოციებს | ზოგჯერ აწყვეტინებს რესპონდენტს აზრს; არ აძლევს მას პაუზის საშუალებას . ზოგჯერ აკეთებს რეფრაზირებას ; რესპონდენტს ნათქვამს ზოგჯერ აზუსტებს; , ზედმეტად გამოხატავს დადებით ემოციებს | არ აწყვეტინებს რესპონდენტს აზრს; აძლევს მას პაუზის საშუალებას, . უჭირს მშვიდად მოისმინოს რესპონდენტის ყველა აზრს, ისეთიც კი, რომელსაც არ ეთანხმება; . ზოგჯერ აკეთებს რეფრაზირებას რესპონდენტს ნათქვამს ზოგჯერ აზუსტებს; ზედმეტად გამოხატავს დადებით ემოციებს | არ აწყვეტინებს რესპონდენტს აზრს; აძლევს მას პაუზის საშუალებას, რადგან ეს ფიქრის ბუნებრივი ფაზაა; . მშვიდად ისმენს რესპონდენტის ყველა აზრს, ისეთსაც კი, რომელსაც არ ეთანხმება; . ზოგჯერ აკეთებს რეფრაზირებას რესპონდენტს ნათქვამს ზოგჯერ აზუსტებს; , თავს არიდებს ზედმეტად დადებითი ემოციების გამოხატვას. | არ აწყვეტინებს რესპონდენტს აზრს; აძლევს მას პაუზის საშუალებას, რადგან ეს ფიქრის ბუნებრივი ფაზაა; . მშვიდად ისმენს რესპონდენტის ყველა აზრს, ისეთსაც კი, რომელსაც არ ეთანხმება; . აკეთებს რეფრაზირებას (რესპონდენტის პასუხებიდან მნიშვნელოვანი დეტალი რომ არ გამორჩეს, სასურველია, გაიმეოროს მოპასუხის აზრი, რათა გადაამოწმოს, როგორ გაიგო იგი;) რესპონდენტს ნათქვამს აზუსტებს; , თავს არიდებს ზედმეტად დადებითი ემოციების გამოხატვას. |
დამკვირვებელი | ||||
ვერგამოკვეთს ამოცანებს, გამოყოფს დაკვირვების ობიექტებს ვერ შეიმუშავაებს დაკვირვების სქემებს; უჭირსდაკვირვების შედეგების დააფიქსირებადა მიღებული შედეგების დაამუშავება. | გამოკვეთა ამოცანები, გამოყო დაკვირვების ობიექტები,თუმცა უჭირსდაკვირვების სქემების შეიმუშავაება,; დაკვირვების შედეგები დააფიქსირება და მიღებულ შედეგები დაამუშავება. | გამოკვეთა ამოცანები, გამოყო დაკვირვების ობიექტები შეიმუშავა დაკვირვების სქემები; უჭირსდაკვირვების შედეგები ს დააფიქსირებადა მიღებული შედეგების დაამუშავება. | გამოკვეთა ამოცანები, გამოყო დაკვირვების ობიექტები შეიმუშავა დაკვირვების სქემები; დაკვირვების შედეგები დააფიქსირა; მაგრამ უჭირს მიღებულ შედეგები დაამუშავება. | გამოკვეთა ამოცანები, გამოყო დაკვირვების ობიექტები შეიმუშავა დაკვირვების სქემები; დაკვირვების შედეგები დააფიქსირა; მიღებულ შედეგები დაამუშავა. |
დისკუსია
# | კრიტერიუმი | ქულა |
1 | საკითხის ცოდნა | 1 |
2 | მოსაზრების არგუმენტირება | 1 |
3 | მოსაზრების ორიგინალობა | 1 |
4 | მეტყველების გამართულობა, ლოგიკურობა | 1 |
5 | სხვების მოსმენის უნარი | 1 |
6 | მოსაუბრეებთან თვალით კონტაქტი | 1 |
7 | დისკუსიაში ჩართულობა | 1 |
8 | თანამონაწილეებთან თანამშრომლობა | 1 |
9 | დროის ლიმიტის დაცვა | 1 |
10 | დისკუსიის წესების დაცვა | 1 |
ქულების ჯამი | 10 |
Subscribe to:
Posts (Atom)