1) მე მზის სისტემაში ყველაზე პატარა პლანეტა ვარ. ჩემთან არ არის წყალი, არ იცის ქარები.რომელი პლანეტა ვარ? (მერკური)
2) მე მზის სისტემაში სიდიდით 2 პალნეტა ვარ. ჩემს ირგვლივ ათასამდე წვრილი რგოლი მოძრაობს,რომელი პლანეტა ვარ? (სატურნი)
3) ჩემთან გიგანტური ქარიშხალი მძვინვარებს, რომელიც უზარმაზარ წითელ ლაქას წააგავს. რომელი პლანეტავარ? (იუპიტერი)
4) მე ერთადერთი წამოწოლილი პლანეტა ვარ მზის სისტემაში, გამოიცანი რომელი პლანეტა ვარ? (ურანი)
5) მე სხვა პლანეტებისაგან განსხვავებით პირუკუ ვტრიალებ. ჩემი დანახვა სისხამ დილით შეიძლება, ამიტომაც ,, ცისკრის ვარსკვლავსაც“ მეძახიან
,რომელი პლანეტა ვარ?(ვენერა)
6) მე წითელ პლანეტას მეძახიან.სწორედ ჩემთან მდებარეობს ყველაზე მაღალი მთა მზის სისტემაში ოლიმპი.გამოიცანი რომელი პლანეტა ვარ? (მარსი)
7) მე ზღვის რომაული ღმერთის სეხნია ვარ.ჩემთან, სხვა პლანეტებთან შედარებით , ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იცის . ქარი 2200 კმ/სთ სიჩქარით ქრის. გამოიცანი რომელი პლანეტა ვარ? (ნეპტუნი)
8) მე ,,ცისფერ“პლანეტას მეძახიან და ერთადერთი პლანეტა ვარ მზის სისტემაში, სადაც სიცოცხლეა.გამოიცანი რომელი პლანეტა ვარ? (დედამიწა)
9) მე ყველაზე პატარა პლანეტა ვარ მზის სისტემაში. ზოგჯერ ყინულის პლანეტასაც მიწოდებენ. თუმცა 2006 წელს პლანეტების სიიდან ამომრიცხეს. გამოიცანი რომელი პლანეტა ვარ? (პლუტონი)
No comments:
Post a Comment